Wednesday, June 19, 2019

სოციალური პროექტი "ჩემი სოფლის ღირშესანიშნაობები"


ჩემი სოციალური პროექტი -"წიგნი და კომპიუტერი"



Saturday, December 15, 2018

მეცხრე დღე

 ჩემი პროექტის პორტფოლიო "ქართული ხალხური ცეკვა და სიმღერა"


მერვე დღის მოდულმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა , ჩემ როლზე, როგორც მასწავლებელი. კიდევ ერთხელ განვიხილე  პროექტის. ამ ცხა დღის მუშაობამ მე უკეთ დამანახა ჩემი დანიშნულება საგაკვეთილო  პროცესში, რომ მოსწავლეს ენიჭება უპირველესი  როლი  გაკვეთილზე და  ჩვენ მხოლოდ ვართ ფასილიტატორები.  პროექტებით სწავლება გვეხმარება  მოსაწავლეები გავზარდოთ   21 საუკუნის  უნარებით აღჭურვილ მოქალაქეებად. ასევე შეუწყობთ ხელს  მაღალი სააზროვნო  უნარების  განვითარებაში.

მერვე დღე

 სახელმძღვანელოში თეორიულად განვიხილეთ ფასილიტაციის აქტივობები, რომელიც დამეხმარება თუ როგორ გავწერო დეტალურად პროექტის პროცედურები. სამწუხაროდ, ელექტოენერგიის წასვლის გამო, ვეღარ შევძელით მუშაობის გაგრძელება.

Friday, December 14, 2018

მეშვიდე დღე

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის რუბრიკა

   მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელის და დიფერენცირებული სწავლის როლი რამდენიმე თვალსაზრისით.
   დიფერენცირებული სწავლება გამაცნო პროექტებით სწავლების წიგნმა. თუ რა მიდგომები გამოვიყენოთ არაქართულენოვან, განსაკუთრებული საჭიროებისა და ნიჭიერ ბავშვებთან სასწავლო პროცესის დროს.
   სახელმძღვანელოდან ვისწავლე დიფერენცირებული სწავლების მიდგომები ჩემი პროექტის ფარგლებში. ცვლილებები შევიტანე პროექტის გეგმის შაბლონში.

Saturday, December 8, 2018

მეექვსე დღე

 


მეექვსე დღის მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე მიმართულებით. თუ რა გავლენას ახდენს მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცეში. ვისწავლე რუბრიკის შექმნა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის. შევქმენი ჩეკლისტი, რომელიც დამეხმარა მოსწავლის შეფასებასა და თვითშეფასებაში. გავიაზრე შეფასების მიზანი და გავწერტე გეგმის შაბლონი.


Friday, December 7, 2018

მეხუთე დღე



        მესამე მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება მქონოდა ინტერნეტით სწავლის პროცესსზე. კერძოდ, პრეზენტაციის გამოქვეყებით ბლოგზე, ინტერნეტით გამოქვეყნებული ინფორმაციის საავტორო ინფორმაციის დაცვაზე.
       ინტერნეტის გამოყენებით, ბლოგზე შევუფასეთ კოლეგას პროექტის პრეზენტაცია და შესაფასებლად გამოვიყენე რუბლიკა, მივეცი განმავითარებელი შეფასება.
     დავფიქრდი, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისათვის. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნით, მოსწავლეს აქცენტს გავაკეთებინებ საკვანძო საკითხებზე. მოსწავლეს მივცე ის ფაქტობრივი ცოდნა, რაც პროექტის აქტივობების დროს მიიღეს. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ჩეკლისტით კი მოსწავლეს მოვამზადებთ პრეზენტაციისთვის, რაც მოსწავლეს ჩამოაყალიბებს თავისუფალ მოაზროვნედ. კრიტერიუმების გამოყენებით შეაფასოს საკუთარი ნაშრომი.