Friday, December 7, 2018
მეხუთე დღე
მესამე მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება მქონოდა ინტერნეტით სწავლის პროცესსზე. კერძოდ, პრეზენტაციის გამოქვეყებით ბლოგზე, ინტერნეტით გამოქვეყნებული ინფორმაციის საავტორო ინფორმაციის დაცვაზე.
ინტერნეტის გამოყენებით, ბლოგზე შევუფასეთ კოლეგას პროექტის პრეზენტაცია და შესაფასებლად გამოვიყენე რუბლიკა, მივეცი განმავითარებელი შეფასება.
დავფიქრდი, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისათვის. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნით, მოსწავლეს აქცენტს გავაკეთებინებ საკვანძო საკითხებზე. მოსწავლეს მივცე ის ფაქტობრივი ცოდნა, რაც პროექტის აქტივობების დროს მიიღეს. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ჩეკლისტით კი მოსწავლეს მოვამზადებთ პრეზენტაციისთვის, რაც მოსწავლეს ჩამოაყალიბებს თავისუფალ მოაზროვნედ. კრიტერიუმების გამოყენებით შეაფასოს საკუთარი ნაშრომი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
მიზნებში ნათლადაა ახსნილი თუ რას ისწავლიან მოსწავლეები,თქვენი ზოგადი შეკითხვები აზროვნების წამახალისებელი შეკითხვებია,რომელიც სხვადასხვა საგანში რამოდენიმე თემას აერთიანებს.თქვენი თემატური შეკითხვა მკაფიოდ უკავშირდება მიზნებს და ბავშვებისგან მოითხოვს მაღალ სააზროვნო უნარებს.შინაარსობრივი შეკითხვები ძირითად მცნებებზეა კონცენტრირებული,რომელიც მოსწავლეებისგან მოითხოვს ფაქტობრივი ცოდნის გამოვლენას.
ReplyDelete